რომელ საკვებს შეუძლია
საჭმლის მონელების პრობლემების გამოწვევა?


ჩვენი მოწონებული საჭმელების უმრავლესობა, სამწუხაროდ, შეიძლება ძნელად მოსანელებელი იყოს (მალდიგესტია - მონელების დარღვევები). ქვემოთ ჩამოთვლილია ყველაზე ხშირი ძნელადმოსანელებელი საკვები რომელსაც საჭმლის მონელების პრობლემებისას თავი უნდა ავარიდოთ.

  • ცხიმიანი კერძები
  • შემწვარი პროდუქტები
  • ცხელი და ცხარე საკვები
  • პარკოსნები
  • ხახვი
  • გაზიანი სასმელები

უკეთ მოსანელებლად ჭამის დროს მეზიმ® ფორტე  გამოიყენეთ*

*პანკრეასის ეგზოკრინული უკმარისობისას

პანკრეასის ეგზოკრინული უკმარისობა ჯანმრთელობის მდგომარეობაა, რომლის დროსაც პანკრეასი ვერ გამოყოფს საკმარისი რაოდენობით საჭმლის მომნელებელ ფერმენტებს.

რა არის მეზიმ® ფორტე?


მეზიმ® ფორტე საჭმლის მომნელებელი ფერმენტების ერთობლიობაა, რომელსაც პანკრეატინი ეწოდება. ნორმის შემთხვევაში საჭმლის მომნელებელი ფერმენტები პანკრეასში გამომუშავდება და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცხიმების, ცილების და ნახშირწყლების მონელებაში.

მეზიმ® ფორტე  გამოიყენება საჭმლის მომნელებელი ფერმენტების ჩასანაცვლებლად, როდესაც ორგანიზმი ვერ ახერხებს მათ გამომუშავებას სათანადო რაოდენობით.

პანკრეატინის მნიშვნელოვანი ფერმენტია ლიპაზა, რომელიც შლის ცხიმებს.

What Is MEZYM?

როგორ უნდა მივიღოთ მეზიმ® ფორტე?


მეზიმ® ფორტე დაგეხმარებათ დაიბრუნოთ სიმსუბუქე საკვების მიღების შემდეგ.

მიიღეთ მეზიმ® ფორტე ჭამის დროს.*

მეზიმ® ფორტეს ერთი ტაბლეტი მიღეთ ჭამის დაწყებისთანავე, უფრო მეტი რაოდენობა კი, თანდათანობით, ჭამის დროს თითქოს პანკრეასი გამოყოფს ფერმენტებს საკვების მიღებისას.

დალიეთ  მეზიმ® ფორტეს ტაბლეტები ერთ ჭიქა წყალთან ერთად.

არასოდეს დაღეჭოთ ან გატეხოთ ტაბლეტი, ყოველთვის მიიღეთ მთლიანი. პანკრეასის ფერმენტებმა შეიძლება პირის ლორწოვანი გააღიზიანოს.

მეზიმ® ფორტეს შემადგენელი საჭმლის მომნელებელი ფერმენტების ერთობლიობა, პანკრეატინი, სრულიად ნატურალურია. პრეპარატი, ჩვეულებრივ, კარგად აიტანება და შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ხანგრძლივი მკურნალობისთვის. **
იგი ძუძუმწოვრების პანკრეასიდან მიღებული ფხვნილია.

პანკრეატინის დოზა ინდივიდუალურია და  შერჩევა ხდება  პანკრეასის უკმარისობის სიმძიმის მიხედვით. ზოგადი რეკომენდაციაა 20 000 – 40 000 ერთეული ცხიმის მომნელებელი ფერმენტი ლიპაზას მიღება ძირითადი კვების დროს.

მეზიმ® ფორტეს გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ პაციენტის საინფორმაციო ფურცელი.

 *  პანკრეასის ეგზოკრინული უკმარისობისას.
** დოზირება განისაზღვრება ექიმის მიერ დაავადების მიმდინარეობის შესაბამისად.

სატელევიზიო რეკლამა


 

საჭმლის მომნელებელი ფერმენტები ნივთიერებებია, რომლებიც შლის საკვებს მცირე ზომის ნაწილაკებად და საშუალებას აძლევს ორგანიზმს,  მიიღოს ყველა აუცილებელი ნივთიერება. პანკრეატინი საჭმლის მომნელებელი ფერმენტების ერთობლიობაა, რომელსაც პანკრეასი გამოიმუშავებს. ლიპაზა საჭმლის მომნელებელი ფერმენტია, რომელიც შლის ცხიმებს.

?ხშირად დასმული კითხვები