დაჭრილი კარტოფილი როზმარინით
შემადგენლობა :
- 4 დიდი ან 8 პატარა კარტოფილი
- მცენარეული ზეთი
- ცოცხალი როზმარინის ფოთლები
- 2 კბილი ძალიან თხლად დაჭრილი ნიორი
- მარილი
მომზადების წესი:
-
დაჭერით კარტოფილი 1 სმ ზომის ნაჭრებად
-
ჩაყარეთ მარილიან ცივ წყალში, მიიყვანეთ ადუღებამდე და გააჩერეთ 3 წთ. შემდეგ გადაწურეთ და გააცივეთ.
-
კარტოფილის თითოეულ ნაჭერს წაუსვით ზეთი და შებრაწეთ გრილზე ორივე მხრიდან სანამ ოქროსფერს მიიღებს, შემდეგ დააწყეთ თეფშზე და მოაყარეთ თხლად დაჭრილი ნიორი და დაკეპილი როზმარინი. მოასხით ცოტა ზეთი, მოაყარეთ მარილი და მიირთვით ხორცთან ან სალათთან ერთად.
