საჭმლის მონელების პრობლემები და პანკრეასი
საკვები ორგანიზმის ნამდვილი „საწვავია“ - იგი სხეულს აწვდის ენერგიას და ყველა მნიშვნელოვან ნივთიერებას, მაგრამ საკვებს მარტო ამიტომ კი არ უნდა ვიღებდეთ, ის სიამოვნებასაც უნდა გვანიჭებდეს! ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან ან კოლეგებთან ერთად სუფრასთან შეკრება სასიამოვნო და დასამახსოვრებელი უნდა იყოს. ამისათვის კი საკვები უნდა შეგერგოს, რაც საჭმლის მომნელებელი ფერმენტების სათანადო რაოდენობას საჭიროებს.
ვის შეიძლება აწუხებდეს პანკრეასის ეგზოკრინული უკმარისობა?
პანკრეასის ეგზოკრინული უკმარისობა ჯანმრთელობის მდგომარეობაა, რომელსაც ახასიათებს პანკრეასის მიერ მომნელებელი ფერმენტების გამოყოფის შემცირება. ის შეიძლება განუვითარდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანს, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად იზრდება პანკრეასთან დაკავშირებული საჭმლის მონელების დარღვევის განვითარების რისკი.
პანკრეასის ეგზოკრინული უკმარისობის სიმპტომები
სიმპტომები ვარირებს მსუბუქი და ზომიერიდან მძიმემდე და მოიცავს:
მსუბუქ სიმპტომებს: დისკომფორტი ან სიმძიმის შეგრძნება კუჭის არეში ძნელად მოსანელებელი, ცხიმიანი, ცხარე ან უჩვეულო საკვების მიღების შემდეგ*
საშუალო სიმძიმის სიმპტომებს: დისპეფსიური სიმპტომები, როგორიცაა კუჭის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, გულძმარვა, მეტეორიზმი ან დიარეა*
მძიმე სიმპტომებს: მუცლის ქრონიკული ტკივილი, კუჭის აშლა და სტეატორეა (მოუნელებელი ცხიმი განავალში), წონაში კლება, ოსტეოპოროზი და ა.შ.*
*პანკრეასის ეგზოკრინული უკმარისობის დიაგნოსტიკა მხოლოდ ექიმს შეუძლია.
პანკრეასის ეგზოკრინული უკმარისობა და მისი მიზეზები
გიფიქრიათ, რომ საჭმლის მონელების პრობლემები შესაძლოა პანკრეასთან იყოს დაკავშირებული? სამედიცინო მდგომარეობას, როდესაც პანკრეასი ვერ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობით ფერმენტებს, პანკრეასის ეგზოკრინული უკმარისობა ჰქვია.
ქვემოთ მოყვანილია ზოგიერთი გარემოება ან სამედიცინო მდგომარეობა, რომლის დროსაც პანკრეასი სათანადოდ ვერ ფუნქციონირებს:
ასაკი
ასაკის მატებასთან ერთად პანკრეასის მიერ საჭმლის მომნელებელი ფერმენტების პროდუქცია მცირდება. რაც უფრო ასაკოვანი ხართ, მით უფრო მაღალია პანკრეასის ფუნქციასთან დაკავშირებული საჭმლის მონელების დარღვევის განვითარების რისკი.
ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება და თამბაქოს მოწევა
ადამიანებს, რომლებიც რეგულარულად მოიხმარენ ალკოჰოლს და ეწევიან, ხშირად უვითარდებათ ქრონიკულ პანკრეატიტთან დაკავშირებული პანკრეასის ეგზოკრინული უკმარისობა.
შაქრიანი დიაბეტი
დიაბეტით დაავადებულებს პანკრეასის ეგზოკრინული უკმარისობაც აწუხებთ, რადგან ერთიცა და მეორეც პანკრეასთანაა დაკავშირებული.
ოპერაციის ან დაზიანების შემდეგ
თუ ამოიღეს პანკრეასის ნაწილი (სიმსივნის, ტრავმის და ა.შ. გამო) მისი ფუნქცია, როგორც წესი, ქვეითდება.
გენეტიკური დაავადებები
მაგ. ბავშვებში პანკრეასის ეგზოკრინული უკმარისობის ყველაზე ხშირი მიზეზია მუკოვისციდოზი.
როგორ ვიცხოვროთ პანკრეასის ეგზოკრინული უკმარისობით?
პანკრეასის ეგზოკრინული უკმარისობის მკურნალობა მოიცავს REPT მედიკამენტებს (ჩანაცვლებითი თერაპია პანკრეასის ფერმენტების), ნორმალური შეუზღუდავი ჯანსაღი კვება და ცხოვრების წესის ზოგიერთი ცვლილება. მხოლოდ ამ ფაქტორების კომბინაცია ხსნის სიმპტომებს და საშუალებას გაძლევთ, ისიამოვნოთ საკვებით და დატკბეთ სრულფასოვანი ცხოვრებით.
მიაქციეთ ყურადღება, რას მიირთმევთ და როგორ გრძნობთ თავს. ამის შემდეგ რაციონიდან ამოიღეთ ის პროდუქტები, რომლებიც აურესებს სიმპტომებს.
პანკრეასის ეგზოკრინული უკმარისობის მქონე პაციენტებში აღარ არის რეკომენდებული მკაცრი, ნაკლებცხიმიანი დიეტა. უნდა მოერიდოთ ბოჭკოთი მდიდარი საკვების მიღებას. ბოჭკო ძნელად მოსანელებელია და თრგუნავს პანკრეასულ ლიპაზას (ცხიმის დამშლელ საჭმლის მომნელებელ ფერმენტს)
მაღალენერგეტიკული საკვები მიიღეთ ხშირად და მცირე პორციებით
იმაში დასარწმუნებლად, რომ საკვები ყველა საჭირო ნივთიერებას შეიცავს და პანკრეასის ეგზოკრინული უკმარისობის ისეთი გართულებების თავიდან ასაცილებლად, როგორიცაა მალნუტრიცია, ავიტამინოზი ან ოსტეოპოროზი, გაიარეთ კონსულტაცია დიეტოლოგთან.
მიიღეთ პანკრეასის ფერმენტების ჩამნაცვლებელი საშუალებები ყოველი ჭამის დროს. სანამ პანკრეატინის გამოყენებას დაიწყებთ (საჭმლის მომნელებელი ფერმენტების ნაკრები), ყურადღებით წაიკითხეთ პაციენტის საინფორმაციო ფურცელი.
შეწყვიტეთ მოწევა. არ მიიღოთ ალკოჰოლი.
მუკოვისციდოზი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც უპირატესად ფილტვებს აზიანებს, თუმცა ასევე ზიანდება პანკრეასი, ღვიძლი, თირკმელები და ნაწლავები.
REPT (ჩანაცვლებითი თერაპია პანკრეასის ფერმენტებით), მკურნალობაა, რომელიც პანკრეასის ეგზოკრინული უკმარისობის დროს პანკრეასის ფერმენტების ჩასანაცვლებლად გამოიყენება.
