Sorry, you need to enable JavaScript to visit this website.

ქათმის მწვადი დარიჩინით ტორტილიაში

სურათი - ქათმის მწვადიანი ტორტილია დარიჩინით
სურათი - ქათმის მწვადიანი ტორტილია დარიჩინით
თეფშები

4 ულუფა

წამზომი

30 წუთი

სპიდომეტრი

მარტივი

შემადგენლობა:

  • ქათმის მკერდის 2 ნაჭერი
  • 1 ლიმონი
  • 1 ჩაის კოვზი გამხმარი ან ცოცხალი ორეგანო
  • 1 კბილი ნიორი
  • მწიკვი დარიჩინი
  • 1 სუფრის კოვზი ზეთი
  • 3 სუფრის კოვზი ბერძნული იოგურტი
  • 1 სუფრის კოვზი მაიონეზი
  • ¼ წითელი წიწაკა
  • 1 პატარა სალათი
  • 4 ტორტილია
  • მარილი 

როგორ მოვამზადოთ?

  1. ხორცი მოათავსეთ ჭურჭელში. მოაყარეთ ლიმონის ცედრა და მოასხით ლიმონის წვენი.

  2. დაუმატეთ მარილი, ნიორი, დარიჩინი და ზეთი. კარგად აურიეთ, დაახურეთ თავსახური და გააჩერეთ, სულ ცოტა, ერთი საათი.

  3. გააცხელეთ გრილი. 

  4. ხორცი შეწვით რამდენიმე წუთით ორივე მხრიდან

  5. შეურიეთ იოგურტი და მაიონეზი 

  6. ტორტილიები გააცხელეთ  გრილზე  ერთი წუთის განმავლობაში, შემდეგ მოათავსეთ თეფშზე და წაუსვით ½ სუფრის კოვზი იოგურტის და მაიონეზის ნარევი.

  7. დააწყეთ ხორცი ტორტილიებზე, წაუსვით იოგურტი, წვრილად დაჭრილი წიწაკა და სალათი.

  8. დაახვიეთ ტორტილიები და მიირთვით