ქათმის მწვადი დარიჩინით ტორტილიაში
4 ულუფა
30 წუთი
მარტივი

შემადგენლობა:
- ქათმის მკერდის 2 ნაჭერი
- 1 ლიმონი
- 1 ჩაის კოვზი გამხმარი ან ცოცხალი ორეგანო
- 1 კბილი ნიორი
- მწიკვი დარიჩინი
- 1 სუფრის კოვზი ზეთი
- 3 სუფრის კოვზი ბერძნული იოგურტი
- 1 სუფრის კოვზი მაიონეზი
- ¼ წითელი წიწაკა
- 1 პატარა სალათი
- 4 ტორტილია
- მარილი
მომზადების წესი:
- ხორცი მოათავსეთ ჭურჭელში. მოაყარეთ ლიმონის ცედრა და მოასხით ლიმონის წვენი.
- დაუმატეთ მარილი, ნიორი, დარიჩინი და ზეთი. კარგად აურიეთ, თავზე დაახურეთ და გააჩერეთ სულ ცოტა ერთი საათი.
- გააცხელეთ გრილი.
- ხორცი შეწვით რამდენიმე წუთით ორივე მხრიდან
- შეურიეთ იოგურტი და მაიონეზი
- ერთი წუთის განმავლობაში გააცხელეთ ტორტილიები გრილზე, შემდეგ მოათავსეთ თეფშზე და წაუსვით ½ სუფრის კოვზი იოგურტის და მაიონეზის ნარევი.
- ტორტილიებზე დააწყეთ ხორცი, წაუსვით იოგურტი, წვრილად დაჭრილი წიწაკა და სალათი.
- დაახვიეთ ტორტილიები და მიირთვით