Mezym is available in three galenic forms –film-coated tablets

მეზიმ® ფორტე ხელმისაწვდომია სამი გალენური ფორმით - აპკით დაფარული ტაბლეტები, ნაწლავში ხსნადი აპკით დაფარული ტაბლეტები და ჟელატინის კაფსულები, რომელიც შეიცავს ნაწლავში ხსნადი აპკით დაფარულ მინიტაბლეტებს უკეთესი ეფექტის მისაღწევად.

მცირე ზომის და გლუვი ზედაპირის წყალობით, ორივე ფორმა - აპკით დაფარული და ნაწლავში ხსნადი აპკით დაფარული ტაბლეტები ადვილი გადასაყლაპია. არასდროს დაღეჭოთ ან გატეხოთ პანკრეატინის ტაბლეტები.

ტერმინი „ნაწლავში ხსნადი აპკით დაფარული“ ნიშნავს, რომ ტაბლეტი დაფარულია მჟავაგამძლე აპკით, რომელიც არ იხსნება კუჭში. ამიტომ, პანკრეასის ფერმენტები უცვლელად ხვდება წვრილ ნაწლავში, სადაც აქტიურდება.

კაფსულაში მოთავსებულია მჟავაგამძლე მინიტაბლეტები, რომლებიც საკვებს თანაბრად ერევა. ასეთი ფორმით ფერმენტების ეფექტიანობა უფრო მაღალია. ამის გამო, ექიმები უპირატესობას  მინი-ტაბლეტებს ანიჭებენ.

ასევე, მიღების გასაიოლებლად შეგიძლიათ გახსნათ კაფსულები და მინიტაბლეტები წყალთან ან საკვებთან ერთად მიიღოთ.

მეზიმ® ფორტეს მიღებამდე ყოველთვის წაიკითხეთ პაციენტის საინფორმაციო ფურცელი.


მეზიმ® ფორტე 3500
აპკით დაფარული ტაბლეტები


აქტიური ნივთიერება:
ლიპაზა* 3 500
ამილაზა** 4 200
პროტეაზა** 250

შეფუთვა:
20 ტაბლეტი


მეზიმ® ფორტე 10000
ნაწლავში ხსნადი აპკით დაფარული ტაბლეტები


აქტიური ნივთიერება:
ლიპაზა* 10 000
ამილაზა* 7 500
პროტეაზა* 375

შეფუთვა:
20 ტაბლეტი


მეზიმ® ფორტე 25000
ჟელატინის კაფსულები


აქტიური ნივთიერება:
ლიპაზა* 25 000
ამილაზა** 22 500
პროტეაზა*** 1 250

შეფუთვა:
20 კაფსულა

*საჭმლის მომნელებელი ფერმენტი, რომელიც შლის ცხიმებს
**საჭმლის მომნელებელი ფერმენტი, რომელიც შლის ნახშირწყლებს
***საჭმლის მომნელებელი ფერმენტი, რომელიც შლის ცილებს

როგორ მოქმედებს მეზიმ® ფორტე?


მეზიმ® ფორტეს შემადგენელი აქტიური ნივთიერება - პანკრეატინი, წარმოადგენს საჭმლის მომნელებელი ფერმენტების ერთობლიობას, რომლის საშუალებითაც იშლება ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები მცირე ნაწილაკებად. ამის შედეგად ორგანიზმი იღებს ყველა აუცილებელ საკვებ ნივთიერებას.

  1. ჯანმრთელი პანკრეასი
    პანკრეასის საჭმლის მომნელებელი ფერმენტები შლის ცილებს, ცხიმებს და ნახშირწყლებს მცირე ნაწილაკებად.
  2. პაციენტი საჭმლის მონელების პრობლემებით
    პანკრეასის პრობლემის დროს ვითარდება საჭმლის მომნელებელი ფერმენტების ნაკლებობა და ცხიმები, ცილები და ნახშირწყლები სათანადოდ ვეღარ იშლება.
  3. პაციენტი, რომელიც იღებს მეზიმ® ფორტეს.
    მეზიმ® ფორტე ავსებს ფერმენტების დეფიციტს და შლის საკვებს.
Healthy pancreas Healthy pancreas Healthy pancreas

როგორ გამოვიყენოთ მეზიმ® ფორტე?


დოზა უნდა შეესაბამებოდეს პანკრეასის უკმარისობის სიმძიმეს. დოზირების თაობაზე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან. ლიპაზას რეკომენდებული დოზა (საჭმლის მომნელებელი ფერმენტის როდენობა, რომელიც საჭიროა ცხიმის დასაშლელად) ერთ კვებაზე წარმოადგენს 20 000 – 40 000 ერთეულს, თუმცა საჭიროებისას დოზა შეიძლება გაიზარდოს.

დოზა უნდა გაიზარდოს მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით და მიმართული იყოს სიმპტომების გაუმჯობესებისკენ (მაგ. სტეატორეა, კუჭის ტკივილი).

ფერმენტის დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 15 000 – 20 000 ერთეულ ლიპაზას კგ წონაზე.

განსაკუთრებით, მუკოვისციდოზის მქონე პაციენტებში, დოზა არ უნდა აღემატებოდეს ფერმენტის ისეთ რაოდენობას, რომელიც აუცილებელია ცხიმის ადექვატური შეწოვისთვის, საკვების რაოდენობის და შემადგენლობის გათვალისწინებით.

ბავშვებში მეზიმ® ფორტე გამოიყენება ექიმის მეთვალყურეობით.

ყურადღებით წაიკითხეთ პაციენტის საინფორმაციო ფურცელი.

 How to use MEZYM?

საკვებში შემავალი ნივთიერებების უმეტესობა იყოფა სამ მთავარ ჯგუფად: ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები.
სტეატორეა - ნაწლავში ცხიმის შეწოვის შემცირების გამო ცხიმიანი განავალი.

?ხშირად დასმული კითხვები